Sunday, May 21, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

          ტრენინგის მეცხრე დღე დაიწყო მთელი ტრენინგის განმავლობაში განხორციელებული საკითხების გამეორებით. გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია-გამოვყავით აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები, ტრენინგის ყველა მონაწილის პრეზენტაცია მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ ბევრ კარგ და საინტერესო თემას ეხებოდა. რაც მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო პედაგოგთა პროფესიული ზრდის კუთხით, არამედ მოსწავლეთა  მეტი ინფორმირებულობისათვის,
           განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქ-ონ ნინო ფარეხელაშვილის პროექტი "ჯინსების თაობა", ამ პროექტში მკაფიოდ ჩანს ორი თაობის ჭიდილის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
            დიდი მადლობა ქ-ონ ქეთის ასეთი ბევრის მომცემი ტრენინგის ჩატარებისთვის, ვუსურვებ კიდევ დიდხანს შერჩენოდეს ძალა და ენერგია, რათა კიდევ ბევრი ესწავლებინოს არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ პედაგოგებისთვისაც,

Sunday, May 14, 2017

ტრენინგის მერვე დღე

ტრენინგის მე-8 დღე დაიწყო წინა მასალის გამეორებით. გავიმეორეთ ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინება, პროექტის გეგმაზე მუშაობა. დღეს დავამატეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა, პროექტის პორტფოლიოს მოწესრიგება და პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე. ბოლოს მოვახდინეთ რეფლექსია.

Saturday, May 13, 2017

ტრენინგის მეშვიდე დღე

ტრენინგის მეშვიდე დღეს გავიმეორეთ წინა დღეს შესწავლილი მასალა და დავიწყეთ მუშაობა შეფასების რუბრიკებზე.  ვისწავლეთ ყველა მოსწავლის საჭიროებების გათვალისწინება და გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე.

Sunday, May 7, 2017

ტრენინგის მეხუთე დღე

როგორც ყოველთვის ტრენინგი  დაიწყო გამეორებით. ვისწავლეთ, საავტორო უფლებებისა და მოვალეობების დაცვა. შევქმენით მოსწავლის ბლოგი, მისი დათვალიერება და სხვა ოპერაციები. ტრენინგმა ნაყოფიერად ჩაიარა დიდი მადლობა ქალბატონ ქეთის.

Saturday, May 6, 2017

ტრენინგის მეექვსე დღე

ტრენინგი დავიწყეთ ნასწავლი მასალის გამეორებით. შევქმენით მოსწავლის პროექტი
შევისწავლეთ მოსწავლის პოექტის პრეზენტაცია,შეფასებები. დაწვრილებით გავიმეორეთ pover point_.დთევანდელი დღეც იყო დატვირთვული მნიშვნელოვანი მასალებით.

Sunday, April 30, 2017

ტრენინგის მეოთხე დღე

ტრენინგის მეოთხე დღე დაიწყო წინარე ცოდნის გამეორებით. შემდეგ გავეცანით შეფასების სხვადასხვა მეთოდებს, გავეცანით დროში გაწერილი შეფასების გეგმას და გავაკეთეთ  პორტფოლიოს პრეზენტაცია.

Saturday, April 29, 2017

ტრენინგის მესამე დღე

ტრენინგის მესამე დღე დაიწყო შესწავლილი მასალის გამეორებით. ვისწავლეთ პროექტის გეგმაზე მუშაობა, სადაც განვიხილეთ სტანდარტის დადგენა, მიზნის განსაზღვრა და მიმართულების მიმცემი საკვანძო საკითხები