Sunday, May 21, 2017

ტრენინგის მეცხრე დღე

          ტრენინგის მეცხრე დღე დაიწყო მთელი ტრენინგის განმავლობაში განხორციელებული საკითხების გამეორებით. გავაკეთეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია-გამოვყავით აუცილებლად გასათვალისწინებელი რეკომენდაციები, ტრენინგის ყველა მონაწილის პრეზენტაცია მნიშვნელოვანი იყო იმ მხრივ, რომ ბევრ კარგ და საინტერესო თემას ეხებოდა. რაც მეტად მნიშვნელოვანია არა მარტო პედაგოგთა პროფესიული ზრდის კუთხით, არამედ მოსწავლეთა  მეტი ინფორმირებულობისათვის,
           განსაკუთრებით მინდა გამოვყო ქ-ონ ნინო ფარეხელაშვილის პროექტი "ჯინსების თაობა", ამ პროექტში მკაფიოდ ჩანს ორი თაობის ჭიდილის დადებითი და უარყოფითი მხარეები.
            დიდი მადლობა ქ-ონ ქეთის ასეთი ბევრის მომცემი ტრენინგის ჩატარებისთვის, ვუსურვებ კიდევ დიდხანს შერჩენოდეს ძალა და ენერგია, რათა კიდევ ბევრი ესწავლებინოს არა მარტო მოსწავლეებისთვის, არამედ პედაგოგებისთვისაც,

No comments:

Post a Comment